მთავრობის დადგენილებით კულტურის განვითარების ფონდს გრანტების გაცემის უფლება მიენიჭა

კულტურის ეროვნული ფონდი, მთავრობის დადგენილების თანახმად, კულტურის სფეროს სხვადასხვა პროექტზე გრანტის გამცემად განისაზღვრა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს მასშტაბურ კომპლექსურ რეფორმასა და სისტემურ ცვლილებებს კულტურის სფეროში, რაც ევროკავშირის რეკომენდაციებს ეფუძნება და საქართველოს საჭიროებებს არის მორგებული.