ქუთაისის განახლებულმა აეროპორტმა პირველი რეისი ვილნიუსიდან მიიღო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებულმა ტერმინალმა პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი ვილნიუსიდან მიიღო.

"არსებული და ახალი ტერმინალები ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატული მეტრის ერთ ტერმინალს ქმნის საერთო მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-ს ეკუთვნის ქართული მხრიდან ტერმინალის ინტერიერის დიზაინზე იმუშავა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების არქიტექტორ-დიზაინერმა მარიამ ყარყარაშვილმა, რომელმაც არსებული კონცეფცია აეროპორტის მოთხოვნებს მოარგო“, - ნათქვამია აეროპორტის Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.