ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებიც საქართველოში შემოსვლას ხვალიდან შეძლებენ

საქართველოში, საჰაერო გზით შემოსვლის რეგულაციები მსუბუქდება. გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ნეგატიური PCR-ტესტის საფუძველზეც, გადმოკვეთონ ჩვენი საზღვარი. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, აშშ-ის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, შვეიცარიის, ნორვეგიის, ასევე, საუდის არაბეთის, ემირატების, ისრაელის, ბაჰრეინისა და კატარის მოქალაქეებს შეეძლებათ, PCR-ტესტის საფუძველზე შემოვიდნენ ქვეყანაში და მესამე დღეს გაიტესტონ განმეორებით.

"იხსნება საზღვარი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქეებისთვის და ისინი ნეგატიური ტესტის საფუძველზე შეძლებენ ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა, სავალდებულო იქნება კარანტინში გადასვლა“- განაცხადა ლევან კარანაძემ ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში.