ლარი 0.0037 პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2951  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2914 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0037  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.8961  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3,8888 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0073  პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 13 ნოემბერს დაადგინა, ხვალიდან, 14 ნოემბრიდან ამოქმედდება და მთელი უქმებიის განმავლობაში, 16 ნოემბრის საღამოს 5 საათამდე იქნება ვალიდური.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2950 ლარად ივაჭრება.