ლარი 0.0071 პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.1988  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2059 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0071  პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.7560  ლარად არის შესაძლებელი. ოთხშაბათს 1 ევრო ასევე 3.7560 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან მიმართებით არ შეცვლილა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 1 ოქტომბერს დაადგინა, ხვალიდან, 2 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2219 ლარად ივაჭრება.