ლარი 0.0238 პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.1546 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.1308 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0238  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.7521 ლარად არის შესაძლებელი. ორშაბათს 1 ევრო 3.7178  ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0343  პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 15 სექტემბერს დაადგინა, ხვალიდან, 16 სექტემბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1575 ლარად ივაჭრება.