ლარი 26 წლისაა

ზუსტად 26 წლის წინ, 1995 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. 

ლარი, რომელიც ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად შეირჩა, ძველი ქართული სიტყვაა და განძს, ქონებას ნიშნავს, ხოლო თეთრი, რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ასევე ძველი, XIII საუკუნიდან დამკვიდრებული, ქართული სამონეტო ტერმინია.

ლარს თავისი სიმბოლო აქვს - ₾, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ 2014 წელს დაამტკიცა. მომავალი ციფრულია, ციფრული ეპოქა კი, ვალუტასაც ციფრულს მოითხოვს, სწორედ ამიტომ, ახლა სებ - ი აქტიურად მუშაობს ციფრული ლარის პროექტზე.

როგორ შეიქმნა ლარი და რა გზა გაიარა დღემდე? - მასალას ეროვნული ბანკი ავრცელებს.