ლარი დღეს ისევ გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 2.8895 ლარი ღირს.

გუშინ 1 დოლარის ყიდვა ლარად 2.8877 იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებაში 0.0018 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.2045 ლარადაა შესაძლებელი. გუშინ 1 ევრო 3.1892 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0153 პუნქტით გაუფასურდა.

შეგახსენებთ, გაცვლითი კურსი,რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 22 იანვარს, დაადგინა, ხვალიდან, 23 იანვრიდან, იმოქმედებს.