ლარი დღესაც გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 2.9055 ლარი ღირს. შეგახსენებთ, გუშინ 1 დოლარის ყიდვა 2.9044 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებაში 0.0257 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.2356  ლარადაა შესაძლებელი. შეგახსენებთ, გუშინ 1 ევრო 3.2396 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0330‬ პუნქტით არის გაუფასურებული.

შეგახსენებთ, გაცვლითი კურსი,რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს დაადგინა, ხვალიდან, 19 დეკემბრიდან იმოქმედებს.

ეროვნული ბანკის კურსის გამოქვეყნებამდე, ლარი დოლართან მიმართებაში ბლუმბერგზეც გაუფასურდა.