ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1478 ლარი ეღირება, ევრო – 3.7289 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3597 ლარი.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.1518 ლარი ღირდა, ევრო – 3.7440 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3690 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 7 ივლისს შევა.