ლარი დოლარის მიმართ 0.0015 პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0743  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.0758 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0015 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.6138  ლარად არის შესაძლებელი. გუშინ 1 ევრო 3.6356 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0218 პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 10 აგვისტოს, დაადგინა, ხვალიდან, 11 აგვისტოდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0712 ლარად ივაჭრება.