ლარი დოლარის მიმართ 0.0094 პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2811 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2905 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0094 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 4.0043 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0006 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0037 პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 16 დეკემბერს დაადგინა, ხვალიდან, 17 დეკემბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2788 ლარად ივაჭრება.