ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.1155 ლარი ეღირება, ევრო –3.6551 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2514 ლარი.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.1163 ლარი ეღირება, ევრო – 3.6570 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2637 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 23 სექტემბერს შევა.