ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 2.9632  ლარი ღირს. შეგახსენებთ, გუშინ 1 დოლარის ყიდვა  2.9545 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებაში 0.0087 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.2963 ლარადაა შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ 1 ევრო 3.2739 ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0224‬ პუნქტით გაუფასურდა.

შეგახსენებთ, გაცვლითი კურსი,რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს დაადგინა, ხვალიდან, 31 ოქტომბრიდან იმოქმედებს.