ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 2.9682 ლარი ღირს. შეგახსენებთ, გუშინ 1 დოლარის ყიდვა 2.9663 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებაში 0.0019‬ პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი  3.2980 ლარადაა შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ 1 ევრო 3.2721 ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0259‬‬‬‬ პუნქტით გაუფასურდა.

შეგახსენებთ, გაცვლითი კურსი,რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს დაადგინა, ხვალიდან, 18 ოქტომბრიდან იმოქმედებს.