ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1751 ლარი ეღირება, ევრო – 3.8492 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.4699 ლარი.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.2040 ლარი ღირდა, ევრო – 3.8829 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.5164 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 16 ივნისს შევა.