ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 2.9770 ლარი ღირს. გუშინ 1 დოლარის ყიდვა 2.9552 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით, 0.0218 ერთეულით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა 3.2615 ლარადაა შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ 1 ევრო 3.2286 ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0326 პუნქტით გაუფასურდა.

შეგახსენებთ, გაცვლითი კურსი,რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს დაადგინა, ხვალიდან, 1 ოქტომბრიდან იმოქმედებს.