ლარი დოლართან და ევროსთანაც მკვეთრად გამყარდა

ლარი ყველა ვალუტის მიმართ დღესაც გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2059 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2878 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0819  პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.7560 ლარად არის შესაძლებელი. სამშაბათს 1 ევრო 3.8415 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0855 პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 30 სექტემბერს დაადგინა, ხვალიდან, 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1825 ლარად ივაჭრება.