ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 2.8677 ლარი ღირს. გუშინ 1 დოლარის ყიდვა ლარად 2.8696  იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებაში  0.0019 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი   3.2096 ლარადაა შესაძლებელი. გუშინ 1 ევრო 3.1973 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.1013 პუნქტით გაუფასურდა.

შეგახსენებთ, გაცვლითი კურსი,რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 30 დეკემბერს დაადგინა, ხვალიდან, 31 დეკემბრიდან, იმოქმედებს