ლარი დოლართან კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.1207 ლარი ეღირება, ევრო – 3.6450 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.2488 ლარი.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.1172 ლარი ღირს, ევრო – 3.6481 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2690 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 29 სექტემბერს შევა.