ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1050 ლარი ეღირება, ევრო – 3.6493 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3113 ლარი.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.0993 ლარი ღირს, ევრო – 3.6600 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3121 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 10 აგვისტოს შევა.