ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 2.9677 ლარი ღირს. გუშინ 1 დოლარის ყიდვა 2.9657 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით, 0.002 ერთეულით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა 3.2571 ლარადაა შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ 1 ევრო 3.2572 ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0001‬‬‬ პუნქტით გამყარდა.

შეგახსენებთ, გაცვლითი კურსი,რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს დაადგინა, ხვალიდან, 4 ოქტომბრიდან იმოქმედებს.