ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1603 ლარი ეღირება, ევრო – 3.7608 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3754 ლარი.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.1579 ლარი ღირდა, ევრო – 3.7690 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3911 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 30 ივნისს შევა.