ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.1163 ლარი ეღირება, ევრო – 3.6570 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2637 ლარი.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.1112 ლარი ეღირება, ევრო – 3.6653 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2910 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 22 სექტემბერს შევა.