ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.1179 ლარი ეღირება, ევრო – 3.6532 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2650 ლარი.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.1155 ლარი ეღირება, ევრო – 3.6551 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2514 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 24 სექტემბერს შევა.