ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1042 ლარი ეღირება, ევრო – 3.6906 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3161 ლარი.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.1244 ლარი ღირს, ევრო – 3.7174 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3670 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 3 აგვისტოს შევა.