ლარი ევროსთან და დოლართან კვლავ გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2635 ლარი ეღირება, ევრო – 3.9824 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.6117 ლარი.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.2993 ლარი ღირდა, ევრო – 4.0473 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.6820 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 28 მაისს შევა.