ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარი 3.1587 ლარი ღირს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1587 ლარი ეღირება, ევრო – 3.7686 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.4045 ლარი.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.1657 ლარი ღირდა, ევრო – 3.8356 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.4674 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 18 ივნისს შევა.