ლარი გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 ოქტომბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.1623 ლარი ეღირება, ევრო – 3.6686 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.3491 ლარი.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.1557 ლარი ღირს, ევრო – 3.6581 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.3299 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 29 ოქტომბერს შევა.