ლარი გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 2.9633 ლარი ღირს. შეგახსენებთ, გუშინ 1 დოლარის ყიდვა 2.9613 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებაში 0.002‬ პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი ლარადაა 3.2697   შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ 1 ევრო 3.2687 ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.001‬ პუნქტით გაუფასურდა.

შეგახსენებთ, გაცვლითი კურსი,რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს დაადგინა, ხვალიდან, 12 ნოემბრიდან იმოქმედებს.