ლარი კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1244 ლარი ეღირება, ევრო – 3.7174 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3670 ლარი.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.1197 ლარი ღირს, ევრო – 3.7043 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3542 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 31 ივლისს შევა.