ლარი კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 ოქტომბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.1369 ლარი ეღირება, ევრო – 3.6573 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.3355 ლარი.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.1344 ლარი ღირს, ევრო – 3.6321 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.3035 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 20 ოქტომბერს შევა.