ლარი მცირედით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 2.8870 ლარი ღირს.

გუშინ 1 დოლარის ყიდვა ლარად 2.8895 იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებაში 0.0025‬ პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.1870 ლარადაა შესაძლებელი. გუშინ 1 ევრო 3.2045 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0175 პუნქტით გამყარდა.

შეგახსენებთ, გაცვლითი კურსი,რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 24 იანვარს, დაადგინა, ხვალიდან, 25 იანვრიდან, იმოქმედებს.