ლარი მცირედით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 2.9568  ლარი ღირს. შეგახსენებთ, გუშინ 1 დოლარის ყიდვა 2.9618 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებაში 0.005 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი ლარადაა 3.2566  შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ 1 ევრო  3.2645 ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0079‬ პუნქტით გამყარდა.

შეგახსენებთ, გაცვლითი კურსი,რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს დაადგინა, ხვალიდან, 14 ნოემბრიდან იმოქმედებს.