ლარი მცირედით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1048 ლარი ეღირება, ევრო – 3.6919 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3247 ლარი.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.1042 ლარი ღირს, ევრო – 3.6906 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3161 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 4 აგვისტოს შევა.