ლარი რეკორდულად უფასურდება - 1 დოლარი 3.4464 ლარი ღირს

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4464  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.4118 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0346 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 4.0426  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0044 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0382 პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 31 მარტს, დაადგინა, ხვალიდან, 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.4250 ლარად ივაჭრება.