ლარი გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 იანვარს ერთი ამერიკული დოლარი 3.0900 ლარი ეღირება, ევრო – 3.5000 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.1984 ლარი.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.0890 ლარი ეღირება, ევრო – 3.4952 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.1803 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 11 იანვარს შევა.