ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარი 3.0962 ლარი ღირს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0962 ლარი ეღირება, ევრო – 3.6492 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2210 ლარი.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.1076 ლარი ღირდა, ევრო – 3.6592 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2596 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 21 ივლისს შევა.