ლარის გაუფასურებით ექსპორტის სარგებელი იზრდება

,„აჭარა ტექსტილი“, კომპანიის ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე ამბობს, რომ ლარის გაუფასურებამ მას შემოსავალი გაუზარდა. 

"ეროვნული ვალუტის გაუფასურება ჩვენს შემოსავალებზე დადებითად აისახება. ის რაც ცუდია ქვეყნისთვის და დასაქმებულებისთვის, ამ შემთხვევაში კარგია ექსპორტიორი კომპანიისთვის. მართალია ნედლეულს იმპორტით ვყიდულობთ, თუმცა უფრო მეტს ვყიდით და მოგების მარჟა ლარის გაუფასურების შემთხვევაში ჩვენთვის მაღალია," - ამბობს ლარის კურსზე საუბრისას ლომინაძე და დასძენს, რომ 

„აჭარა ტექსტილი“ საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს და 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული. საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექსტილის საწარმო წლიურად დაახლოებით 10 000 000 ერთეულ პროდუქტს აწარმოებს. კომპანიას ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში უკვე აქვს სამი სამკერვალო ქარხანა, სადაც დაახლოებით 3 500 ადამიანია დასაქმებული.

ლარის გაუფასურებით მოგებაშია პლასტმასის საცობების მწარმოებელი კომპანია "ჯეოკეპიც". აქაც აცხადებენ, რომ ნედლეულის იმპორტის მიუხედავად, ახერხებენ ექსპორტზე მეტი გაიტანონ და მოგებაც მეტი აქვს. 

შეგახსენებთ, ექსპორტიორები გაყიდულ პროდუქტში იღებენ დოლარს, რომლის მსყიდველობითი უნარი საქართველოში ლარის გაუფასურების ფონზე მაღალია, რაც ექსპორტიორებს შემოსავლებს უზრდით.