ლარის კურსი დოლართან მყარდება, ევროსთან - ისევ გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.1761 ლარი ღირს.

ხუთშაბათს, 28 მაისს 1 დოლარის ყიდვა 3.1865 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0,104 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.5366 ლარად არის შესაძლებელი.1 ევრო 28 მაისს 3.5071 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0,0299 პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 29 მაისს დაადგინა, ხვალიდან, 30 მაისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1698 ლარად ივაჭრება.