ლარისა და სავაჭრო პარტნიორი ვალუტების ქცევა ევროსთან და დოლართან მიმართებით

საანგარიშო პერიოდში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.2845-დან 3.2032-მდე (2.5 პროცენტით), ხოლო ევროს მიმართ 3.6363-დან 3.4748-მდე (4.4 პროცენტით) გამყარდა.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის აპრილის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული. 

ქვეყნის ცენტრალური ბანკის ცნობით, აპრილში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ - 3.2816, ხოლო მინიმალურმა 3.1334 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა 3.5 პროცენტი, ხოლო მინიმალური - -1.2 პროცენტი დაფიქსირდა. 

სებ-ის მონაცემებით, საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროს მიმართ 2.0 პროცენტით და თურქული ლირის მიმართ 6.7 პროცენტით გამყარდა, ხოლო რუსული რუბლის მიმართ - 8.1 პროცენტით, სომხური დრამის მიმართ - 4.0 პროცენტით და აზერბაიჯანული მანათის მიმართ 0.3 პროცენტით გაუფასურდა.

სებ-ის ცნობით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი - 1.7 პროცენტით გაუფასურდა.

წლიურად ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 5.7 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 8.7 პროცენტით გაუფასურდა. 

სავაჭრო პარტნიორთაგან აპრილში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 6.9 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში - 10.9 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო ბელორუსში - 5.4 პროცენტი, აზერბაიჯანში - 3.0 პროცენტი, უკრაინაში - 2.1 პროცენტი, აშშ-ში - 0.3 პროცენტი, რუსეთში - 3.1 პროცენტი, ევროზონაში - 0.4 პროცენტი და სომხეთში - 0.9 პროცენტი.