ლარში გაცემული იპოთეკური სესხების ვადა 15-დან 20 წლამდე გაიზარდა

"ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებები ოპოთეკურ სესხებსაც შეეხება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარში გაცემულ იპოთეკური სესხებისთვის მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე გაიზრდება.

ამასთან, კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, საზღვარგარეთიდან შემოსავლის შემთხვევაში, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტზე მოთხოვნა 60 პროცენტიდან 70 პროცენტამდე მსუბუქდება.

„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“ დებულებაში ახალი დათქმები სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის ძალაში შედის 2020 წლის 15 აპრილიდან.