ლეგალურმა მარიხუანამ აშშ-ს $10 მლრდ-ის მოგება მოუტანა

აშშ-ს შტატებმა, რომლებმაც  მარიხუანას გაყიდვა დააკანონეს, 2014-დან 2021 წლამდე  10,4 მილიარდ დოლარზე მეტი მოგება ნახეს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას The Marijuana Policy Project ავრცელებს.

მხოლოდ გასულ წელს საგადასახადო შემოსავლებმა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამავდროულად, ყველა სახელმწიფოს არ აქვს მოხსენებული ბიუჯეტის მაჩვენებლების შესახებ ბოლო რამდენიმე თვის მონაცემები.

დღეს მარიხუანა, ამა თუ იმ ფორმით, 50 შტატიდან 18-შია ლეგალიზებული. ამავდროულად, შვიდი შტატი გადასახადებს ჯერ არ იხდის.

ილინოისის შტატის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მარიხუანას გაყიდვიდან მიღებული საგადასახადო შემოსავალმა  ალკოჰოლის გაყიდვებიდან მიღებული თანხის ოდენობას გადააჭარბა.