LEGO-მ ფილმის "მარტო სახლში" კონსტრუქტორი წარადგინა

დანიურმა კომპანიამ, Lego-მ ფილმის "მარტო სახლში" კონსტრუქტორი გამოუშვა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Independent წერს.

გამოცემის ცნობით,  ახალი ნაკრები  3955 ნაწილისგან შედგება. 

ნაკრები გაყიდვაში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში 1 ნოემბერს გამოვა. მისი ღირებულება  $ 250 იქნება.

Lego Ideas არის პლატფორმა, რომელზეც მომხმარებლებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი იდეები ახალი კონსტრუქტორებისთვის. ამავდროულად, ორიგინალური დიზაინის ავტორი იღებს ჰონორარის 1%-ს.