ლევან დავითაშვილი: ჩვენ შევძელით გადაგვერჩინა თხილის მოსავალი

"წელს საქართველოში ჯამსი 40-45 ატასი ტონა თხილის მოსავალს ველოდებით" - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დანაცხადა. მან ისაუბრა ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევაზე - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებზე. 

„არ შეიძლება, არ აღინიშნოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა, რაც ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ჩვენს მიერ მავნებლის წინააღდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებები, საერთაშორისო ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა. ბოლო პერიოდში საქართველოში მყოფი სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველომ შეძლო და უმოკლეს დროში გასაოცარ შედეგს მიაღწია და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ქართული პროგრამა ენტომოლოგიის ისტორიაში შევა როგორც გზამკვლევი’’,-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მისივე თქმით, მიმდინარე წელს, სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, უწყებამ შეძლო გადაერჩინა თხილის მოსავალი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, გაიზარდა თხილის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები და მიმდინარე წელს დაახლოებით 40-45 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ველოდებით. ეს არის დაახლოებით 110 000 000 დოლარის ექსპორტი წელიწადში.

სიტყვის გამოსვლისას მან ასევე ისაუბრა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხზე, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მოსავლის ხარისხს და აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციები სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, მკაცრად გააკონტროლოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო პუნქტები. ლევან დავითაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, ყურადღება გაამახვილა სურსათის უვნებლობის კუთხით გაზრდილ ინსპექტირებასა და შემცირებულ დარღვევებზე.