ლიბიაში ნავთობმოპოვება, შესაძლოა, 16-ჯერ შემცირდეს

ლიბიაში ნავთობის მოპოვების მოცულობა შესაძლოა, 16-ჯერ შემცირდეს. ამის შესახებ  Al Jazeera იუწყება.

ნავთობის შემცირების მიზეზად ფელდმარშალ ხალიფა ჰაფტარის ძალების მიერ ნავთობტერმინალების ბლოკირება სახელდება.

Al Jazeera -ს ცნობით, ნავთობის მოპოვების მოცულობა დღეში შესაძლოა, 1,2 მილიონი ბარელიდან 72 ათას ბარელამდე შემცირდეს. 

გუშინ, 19 იანვარს, ლიბიის ყველაზე დიდი საბადო ეშ-შარარა, სადაც დღეში 300 ათასი ბარელი ნავთობი მოიპოვებოდა, დაიხურა. გუშინვე ბერლინში, ლიბიის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ლიბიაში შეიარაღების შეტანაზე ემბარგო უნდა დაწესდეს.