ლირა რეკორდულად უფასურდება

მიუხედავად თურქეთის მაღალი ინფლაციისა, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა  დისკონტის განაკვეთი შეამციროს, რამაც ლირის ვარდნა გამოიწვია.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს, 21 ოქტომბერს, დისკონტის განაკვეთი 18-დან 16%-მდე შეამცირა, რამაც ლირა დოლართან მიმართებაში რეკორდულ დონეზე გააუფასურა.

ბოლო 24 საათში ლირა 2%-ზე მეტით დაეცა და ერთ აშშ დოლარზე 9,43 ერთეული შეადგინა.

დისკონტის განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება ცენტრალურმა ბანკმა რეკორდულად მაღალი ინფლაციის გამო მიიღო - სექტემბერში ფასების ზრდა 20%-მდე დაჩქარდა.