ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0892 ლარი ეღირება, ევრო – 3.6409 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2588 ლარი.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.0828 ლარი ღირს, ევრო – 3.6371 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2521 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 28 ივლისს შევა.