მაღაზიათა ასოციაცია ქართული ნაწარმის პოპულარიზაციას ცდილობს

ქართულ მაღაზიათა ასოციაცია და The USAID Agriculture Program შორის, ხელი მოეწერე თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებში მხარეები ერთობლივად განახორციელებენ პროექტს: „რატომ ქართული?!“

"მაღაზიათა ასოციაციის განმარტებით, პროექტის მიზანებია: ქართული პროდუქციის ცნობადობის და ხელმისაწვდომობის ზრდა, პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესება, საცალო გაყიდვების ბიზნესის მხარდაჭერა და მეწარმეებისა და საცალო მოვაჭრეების ერთმანეთთნა დაკავშირება, ასვე მეწარმეებისთვის დივერსიფიცირებული გაყიდვის არხების შეთავაზება," - აღნიშნულია სოციაციის განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში თბილისის მასშტაბით, 25 მაღაზიაში, განთავსდება სპეციალური პროდუქციის სტენდები, სადაც განთავსდება 15 ადგილობრივი მეწარმის პროდუქცია.
მონაწილე მეწარმეების პროდუქცია განთავსდება ონლაინ პლათფორმა Extra.ge-ზე.