მაღაზიებმა სამუშაო საათების აღრიცხვის ვალდებულებისთვის მომზადება ვერ მოასწრეს

ქართულ მაღაზიათა ასოციაციაში აცხადებენ, რომ დამსაქმებლისთვის სამუშაო საათების აღრიცხვის ვალდებულება დაჩქარებულად ამოქმედდა და ბიზნესს პანდემიური კრიზისის პარალელურად ახალ რეგულაციებთან ადაპტირებისთვის საკმარისი დრო არ ჰქონია. მათი განმარტებით, ქართულ მაღაზიათა ასოციაციის 400-მდე კომპანიიდან 350-ზე მეტი დაჯარიმების რისკის ქვეშაა, რადგან სამუშაო საათების აღრიცხვისთვის მზად არ არის. 

„უმეტესობა რეგულაციის სრულფასოვან დაცვას მაინც ვერ ახერხებს. ვფიქრობთ, ამ რეგულაციის ასე ჩქარა ამოქმედება არ იყო აუცილებელი," - განმარტავს „ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ თავმჯდომარე სანდრო სუბელიანი.

შეგახსენებთ, კომპანიებს დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვა დაევალათ. წარმოებული ანგარიში დამსაქმებლებმა 1 წლით უნდა დაარქივონ.